კატეგორია: ეს საინტერესოა  2018-04-13
თურქმენეთში ქალის ბიკინის და შორტების ქვეყანაში შეტანა და გაყიდვა აკრძალეს. ამის შესახებ რადიო Азатлык-ი (რადიო თავისუფლების ადგილობრივი სამსახური) იუწყება.
როგორც გამყიდველები აცხადებენ, ამ დროისთვის კერძო მაღაზიები მარაგში უკვე არსებულ პროდუქციას ჰყიდიან, ხოლო საბაჟოზე ბიკინის და შორტის შემოტანის უფლებას არ აძლევენ. ოფიციალურ უწყებებში ამის შესახებ განმარტებას ამ დრომდე არ აკეთებენ.
აკრძალვა შეიძლება იყოს დაკავშირებული "მორალურ ნორმებთან“ და იმასთან, რომ ქალები „გამომწვევი ჩაცმულობით“ არ უნდა დადიოდნენ.
ეს არ არის ერთადერთი აკრძალვა, რომელიც ქალების ჩაცმულობასა და გარეგნობას შეეხო.
მარტში თურქმენეთის სახელმწიფო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში სამსახურში გამომწვევად გამოცხადება აიკრძალა. მოთხოვნებს შორის იყო ფრჩხილების ლაქის და ოქროს სამკაულების აკრძალვა. საბიუჯეტო სფეროში მომუშავე ქალებს კი ურჩიეს, არ შეიღებონ თმა.
2017 წლის დეკემბერში თურქმენეთის ხელისუფლებამ გასცა ბრძანება, რომლის მიხედვით ქალებს ასევე აეკრძალათ საჭესთან დაჯდომა. აკრძალვის დარღვევის გამო პოლიციის თანამშრომლები ქალებს მართვის მოწმობას ართმევენ, ავტომანქანები კი სადგომზე გადაჰყავთ. |