კატეგორია: ექსკლუზივი  2018-04-16
15-17 აპრილს სტოკჰოლმში, მიმდინარეობს გენდერული თანასწორობის ფორუმი, რომლის მონაწილეები არიან სამოქალაქო საზოგადოების, მთავრობის, კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების 700- მდე წარმომადგენელი, მსოფლიოს 100 სხვადასხვა ქვეყნიდან.
ფორუმი ეძღვნება გაეროს გლობალური მიზნების ერთობლივ გამოყენების საკითხებს.
ფორუმზე განიხილავენ ქალთა და გოგონების უფლებებთან, მათ წარმომადგენლობასა და რესურსებთან ხელმისაწვდომობის საკითხებს და გადაწყვეტილებებს. მონაწილეები გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას და გააძლიერებენ დიალოგს, კონკრეტული შედეგების მისაღწევად გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიზნით. შვედეთის წარმომადგენლები ფორუმის მონაწილეებს გაუზიარებენ გამოცდილებას ფემინისტური საგარეო პოლიტიკის ფარგლებში.

"განსაკუთრებით მივესალმებით ყველა იმ კაცს, რომელიც კონფერენციაზე ჩამოვიდა, როდგან მისი თემა არ არის მხოლოთ ქალთა საკითხები. გენდერული თანასწორობა-ეს არის მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხები"- განაცხადა ფორუმზე შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოტ ვალსტრომმა.

"მოდით ვიმუშაოთ ერთად, გამბედაობით და მოთმინებით, რათა გავხადოთ მსოფლიო უფრო გენდერულად თანაბარი ", - განაცხადეს გამომსვლელებმა.
კონფერენციის მონაწილეები საქართველოდან არიან: ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე რუსეცკაია, პოლიტიკური რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ლიკა ნადარაია და ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის დირექტორი ნატო შავლაყაძე.
ასევე ფორუმზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრემიერის თანაშემწე ადამიანის უფლებების და გენდერის საკითხებში სოფო ჯაფარიძე და რესპუბლიკური პარტიის ლიდერი-ხათუნა სამნიძე.

ფორუმს ორგანიზაციას უწევს შვედეთის მთავრობა ( საგარეო საქმეთა სამინისტრო), შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA), შვედეთის ინსტიტუტი და ფოლკე ბერნადოტეს აკადემია.
|