ოჯახში ძალადობის ბრალდებით ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი და მისი ძმა დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, ი.ბ-ს ცოლის ცემაში, მის ძმას კი რძლის ცემაში ედება ბრალი.
საქმის მასალების მიხედვით, ძალადობა არასრულწლოვნების თანდასწრებით მოხდა და ორივე ბრალდებული არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
შემთხვევა 9 აპრილს მოხდა, 11 აპრილს კი ორივე მათგანი დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა კი 13 აპრილს შეეფარდათ.
ი.ბ. რიგითი პოლიციელი იყო და მას უფლებამოსილება უკვე შეუწყდა.
გამოძიება 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) და 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა და ორი პირის მიმართ) მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.