კატეგორია: გენდერული ძალადობა 2018-04-16
თბილისში 13 აპრილს მოკლული თამარ გამრეკელაშვილის დედა, ნათია გობაძე ამბობს, რომ თავისი ყოფილის ქმრისა და შვილის სავარაუდო მკვლელის შეწყალებაზე პრეზიდენტს მიმართა. ამის შესახებ მან დღეს, 16 აპრილს, მას შემდეგ განაცხადა, რაც ოჯახის მხირდან შეწყალების თხოვნაზე პრეზიდენტმა ისაუბრა.
"ციხიდან დამირეკა თვითონ. შეწყალება კეთდებაო და იქნებ მე თუ არა, ჩემს შვილს დაეხმაროსო, რომ სოციალური გაკეთდებაო. მე ვუთხარი, რომ შენთვის არა, შენი შვილისთვის გავაკეთებთქო. თავის შვილიც აღფრთოვანებული არ იყო მაგით... შემაწუხაო... იმ დღეს ვერ დავწერეთ, სამი დღის მერე მივედით და დავწერე ორი სიტყვით, რომ "გთხოვთ, შეიწყალოთ", - განუცხადა ნათია გობაძემ რუსთავი 2-ს.
როგორც გობაძე ყვება, ეს თხოვნა არ გაითვალისწინეს, რის გამოც მისმა ყოფილმა ქმარმა უსაყვედურა.
"რომ გამოვალ მაქედან მეც არ გაგითვალისწინებო. ამის მერე წელიწადნახვარზე მეტი მირეკავდა ციხიდან და არ ვპასუხობდი. სულ მსაყვედურობდა და მთხოვდა მივსულიყავი ციხეზე", - ამბობს ის.
|
|