კატეგორია: გენდერული ძალადობა  2018-05-02
ჩილეს ორ მუნიციპალიტეტში შემოიღეს სპეციალური ზომები, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულთან და ქუჩაში ქალთა შევიწროვებასთან ბრძოლას.
კანონები ჩილეს ორ ქალაქში ლას კონდესში და სანტიაგოის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ რეკოლეტაში იყო მიღებული. კანონის თანახმად, დამნაშავეთათვის გათვალისწინებულია ჯარიმა 77-დან 400 აშშ დოლარამდე.
კანონების მიხედვით, ასევე გათვალისწინებულია სპეციალური ამკრძალავი აბრების დაყენება სხვადასხვა საჯარო ადგილებში: სამშენებლო ობიექტებზე, ავტობუსების გაჩერებებზე და მეტროს სადგურებზე. "ჩვენ არავის არ ვაყენებთ შეურაცხჰყოფას, ჩვენ ქუჩაში შევიწროვების წინააღმდეგები ვართ", - წერია აბრებზე.
ამ დანაშაულში ბრალდებულები ადგილზე 390 დოლარით დაჯარიმდებიან მუნიციპალიტეტის ინსპექტორების ან პოლიციელების მიერ.
ადგილობრივი პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ ამ კანონების ამოქმედების შემდეგ გაუმჯობესდება როგორც ქალების ცხოვრება, ასევე უფრო ეფექტიანი გახდება „მაჩიზმის“ კულტურის წინააღმდეგ ბრძოლა ჩილეში.
|