კატეგორია: გენდერული ძალადობა  2018-05-25
ოსკაროსან მსახიობს, მორგან ფრიმანს 16 ქალი სექსუალურ შევიწროვებასა და შეუფერებელ საქციელში ადანაშაულებს. ამის შესახებ ქალებმა CNN-თან ისაუბრეს.
ერთ-ერი ქალის თქმით, 2015 წლის ზაფხულში მან მუშაობა დაიწყო ფილმ "Going In Style"-ის გადაღებებზე, სადაც ფრიმანი მთავარ როლს ასრულებს. ქალის თქმით მსახიობი მას ყოველ დღე ესაუბრებადა მის ფიგურასა და ჩაცმულობაზე, ხელს კიდებდა წელზე.
ამავე ქალის თქმით, ერთხელ ფრიმანი მასთან მივიდა და ეცადა, რომ კაბა ზევით აეწია, თან ეკითხებოდა, როგორი საცვლები ეცვა მას. მისი თქმით, მსახიობმა ვერც ერთხელ ვერ შეძლო კაბის აწევა, მაგრამ ის მთელი დღის განამვლობაში ცდილობდა ამას.
CNN-თან საუბრისას, ერთ-ერთი ქალის თქმით 2012 წელს ფილმ "Now You See Me"-ს გადაღებებზე, მორგან ფრიმანი ქალებს მათ სხეულზე ესაუბრებოდა.
16-იდან 8 ქალმა 80 წლის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი, მორგან ფრიმანი სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა.
მორგან ფრიმანმა ბრალდებებს უპასუხა დაა ბოდიში მოიხადა.
"ყველა ადამიანი, ვინც მე მიცნობს ან ვისაც ჩემთან უმუშავია, იცის რომ შეგნებულად არავის ვაგრძნობინებ თავს ცუდად. მე ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც თავი არაკომფორტულად ან უპატივცემულოდ იგრძნო - ეს არ იყო ჩემი განზრახვა." - თქვა მორგან ფრიმანმა.
სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულების შემდეგ, კინომსახიობთა გილდიამ შესაძლოა ფრიმანს საპატიო ჯილდო ჩამოართვან, რომელიც მსახიობს კარიერაში მიღწეული წარმატებისთვის იანვარში გადაეცა.
|