კატეგორია: გენდერული ძალადობა  2018-05-28
ბათუმის საქალაქო სასამართლო არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებული კაცის აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.
60 წლამდე კაცმა სექსუალურად 12, 13 და 14 წლის არასრულწლოვნებზე იძალადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე და 141-ე მუხლითაა აღძრული.
138-ე მუხლი გულისხმობს, სექსუალური ხასიათის ქმედებას, რომელიც ჩადენილია ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.
141-ე მუხლი კი თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე.
|