Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სერენა უილიამსის პირველი მოგება როლან გაროსის ტურნირზე და სუპერგმირის კოსტუმი

კატეგორია: სპორტი 
2018-05-30

დიდი სლემის ტურნირების 23-ე გზის ჩემპიონი სერენა უილიამსი პირველად კორტზე საფრანგეთის ღია პირველობის სასტარტო ეტაპზე გავიდა და ჩეხ კრისტინა პლიშკოვას 7:6 (7:4), 6:4 სძლია. წლეულს ეს იყო მისი პირველი მოგება გრუნტის კორტზე.

 

 

სადღეისოდ რეიტინგში 451 (?!) ადგილზე მყოფმა უილიამსმა კლასიფიკაციაში 70–ე პოზიციაზე მყოფი პლიშკოვა საათსა და 46 წუთში დაამარცხა. ეს ამ მეტოქეების პირისპირ პირველი შეხვედრა გახლდათ. როლან გაროსის მეორე წრეში უილიამსი მეჩვიდმეტე ნომრად განთესილ ავსტრალიელ ეშლი ბარტის დაუპირისპირდება.

 

 

ამერიკელი ჩოგბურთელი კორტზე უჩვეულო კოსტუმით გამოვიდა. მოგების შემდეგ სერენამ განაცხადა, რომ მას ყოველთვის სურდა სუპერგმირი ყოფილიყო და როლან გაროსის ტურნირზე შეძლო ამის განხორციელება, როცა კატის კოსტუმში გამოვიდა კორტზე.

 

მან ასევე განაცხადა, რომ ამ კოსტუმს ყველა ქალს უძღვნის, რომლებსაც სირთულეების დაძლევა მოუწიათ მშობიარობის შემდეგ, რათა "დაბრუნდნენ და უშიშარნი იყვნენ".

 

"მე ამ კოსტუმს "catsuit"–ს (კატის კოსტუმი) ვუწოდებ, რომელიც შთაგონებულია ვაკანდით (გამოგონილი ქვეყანა ფილმში "შავი პანტერა"). თავს ვგრძნობ, როგორც მეომარი დედოფალი ვაკანდიდან,“– განაცხადა უილიამსმა.

 

 

 

 

 

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს სერენა უილიამსს გოგო შეეძინა, რის გამოც მან ერთი სეზონი გამოტოვა.

 

ბავშვის გაჩენის შემდეგ მან განაცხადა, რომ ყოველთვის სურდა გოგონა ყოლოდა.
"მხოლოდ ქალს შეუძლია იყოს საკმარისად ძლიერი ყველაფრისთვის",– ამბობდა ჩოგბურთელი.


წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker