კატეგორია: გენდერული ძალადობა  2018-06-08
გიოტებორგის ხელისუფლებამ ურჩია გოგონებს, რომლებიც შიშობენ, რომ ისინი გაჰყავთ საზღვარგარეთ იძულებითი ქორწინების და წინადაცვეთის მიზნით, აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე ტანსაცმელში კოვზები გადამალონ.
ამ ხერხის გამოყენებით, გოგოები ვერ შეძლებენ უსაფრთხოების შემოწმების გავლას აეროპორტში.
გოგონებისთვის ეს შეიძლება დახმარების უკანასკნელი შანსი იყოს.
უფლებადამცველი ორგანიზაცია Karma Nirvana–ს წევრები აცხადებდნენ, რომ დიდ ბრიტანეთში ასეთი ტაქტიკის გამოყენება დაეხმარა რამდენიმე გოგოს, რომლებსაც აიძულებდნენ ქორწინებას.
ცნობილია, რომ 2015 წელს, შვედეთში მცხოვრებ 38 ათასამდე ქალს და გოგოს წინადაცვეთის (FMG) ოპერაცია ჩაუტარდა. ეს სასტიკი ტრადიცია ფართოდ არის გავრცელებული ისეთი ქვეყნებიდან მიგრერანტებს შორის, როგორიცაა: სომალი, ერითრეა, ეთიოპია, ეგვიპტე და გამბია.
|