კატეგორია: გენდერული ძალადობა  2018-06-15
დიდ ბრიტანეთში კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ადამიანის სურვილის საწინააღმდეგოდ, მისი კაბის აწევა კრიმინალად ჩაითვლება და დამნაშავე 2 წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. ამის შესახებ Independent-ი წერს.
ასევე, დაისჯება ის, ვინც კამერით ეცდება, ქალის კაბის ქვეშ ჩუმად გადაიღოს ფოტო ან ვიდეო.
ახალი კანონით, ქმედება სექსუალურ ძალადობათა ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ კატეგორიას მიეკუთვნება.
ქალთა უფლებების დამცველები ცვლილებას დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ სექსისტური ქმედების კრიმინალად მიჩნევა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებს შეამცირებს.
|