Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

პირველად 39 წლის მანძილზე ირანელ ქალებს მიეცათ უფლება მისულიყვნენ საფეხბურთო სტადიონზე

კატეგორია: სპორტი 
2018-06-21

1979 წლიდან პირველად, ირანში, ქალებს საშუალება მიეცათ სპორტულ არენაზე კაცებთან ერთად ეყურებინათ მატჩის ტრანსლიაცია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ირანის ეროვნული ნაკრებისა და ესპანეთის მონაწილეობით გაიმართა. 

 

თეირანის Azadi Stadium- ზე ფეხბურთის უამრავი გულშემატკივარი ქალი მივიდა და კაცებთან ერთად ადევნებდა თვალს მატჩს უზარმაზარ მონიტორზე.

 

 

 

 

წინა მატჩზე, რომელიც 15 ივნისს ირანისა და მაროკოს გუნდებს შორის გაიმართა, ქალებს ამის უფლება არ მისცეს. მატჩის ყურება მათ მხოლოდ კინოთეატრებში შეეძლოთ. ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, უამრავი გულშემატკივარი ქუჩაში გამოვიდა, რამაც აიძულა ქალაქის ადმინისტრაცია, მიეცა ქალებისთვის უფლება მომდევნო მატჩი სტადიონზე ეყურებინათ.

 

შეგახსენებთ, რომ ქალებს ირანის კანონმდებლობით სტადიონზე, კაცების ფეხბურთის ყურება აკრძალული აქვთ, თუმცა ქალთა ფეხბურთზე დაშვებულია.

 

 

შეხვედრა ესპანეთისა და ირანის გუნდებს შორის 20 ივნისს რუსეთში გაიმართა და ესპანეთის გამარჯვებით დასრულდა.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker