Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Женщины могут, женщины действуют, женщины меняют!

Ge

En

Ru

ინგა გრიგოლია: ჩემზე მუქარისთვის დაკავებულმა პირმა ისევ დამირეკა

Категория: Гендерное насилие 
2018-06-28

ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას თქმით, პირმა, რომელიც მასზე მუქარის შემცველი შეტყობინებების გამო დააკავეს ისევ დაურეკა. ამის შესახებ ჟურნალისტმა ფეისბუქგვერდზე დაწერა.


"მოგიყვეთ,როგორ მიცავს ჩემი სახელმწიფო? მას მერე,რაც ამდენი ტანჯვა გავიარე,რომ მოძალადე მანიაკი დაეკავებინათ,რომელიც სახლის კარის შემომტვრევით მემუქრებოდა. დღეს ამ კაცმა ღია ნომრიდან ისევ დამირეკა!!!!!!!!! აი,ამ ნომრიდან დამირეკა,რომელიც დევს სტატუსის ქვეშ,ფსიქიატრიულის ვიღაც თანამშრომლის ნომრიდან. როდესაც ადვოკატმა დარეკა პროკურატურაში ამ ამბის გასაპროტესტებლად,,პროკურატურამ უთხრა,რომ თურმე ამდენი ხანი არ გადაუგზავნიათ დადგენილება თუ მოთხოვნა,რომ მოძალადეს ზარების უფლება ჰქონოდა შეზღუდული .დავიჯერო დაავიწყდა პროკურატურას ამ ზარების უფლების ოფიციალურად შეზღუდვა??? არ მჯერა. უნდოდათ და არ გადააგზავნეს,უნდოდათ ჩემზე ზემოქმედებისთვის და არ შეუზღუდეს მოძალადეს მსხვერპლთან ზარების უფლება.აი,ასე მიცავს სახელმწიფო. არც ერთი წამით აღარ მჯერა,რომ ეს კაცი შემთხვევით გადამეკიდა. გუშინწინ მქონდა ძალიან მძიმე გადაცემა ხორავას ქუჩის მკვლელობაზე ,პროკურატურის მძაფრი კრიტიკით და დღეს უცებ დაარეკინეს ფსიქიატრიულიდან ამ მანიაკს და დღეს პროკურატურა ამბობს,რომ თურმე აქამდე ზარების შეზღუდვა არ აუკრძალავთ მანიაკისთვის. ზუსტად ასევე საეჭვოდ დაემთხვა,როცა ხორავას საქმეზე ქალაქის პროკურორი მყავდა პირდაპირ ეთერში და მძიმე ინტერვიუ მქონდა ბავშვების მკვლელობის გამოძიებაზე,ამ ინტერვიუდან მეორე დღეს პროკურატურის მოთხოვნით მომიწყეს ის ცნობილი ცირკი ფსიქიატრიულ ექსპერტიზაში((((((((( დღეიდან არც ერთი წამით აღარ მჯერა,რომ ეს მანიაკი მოგზავნილი არაა ჩემზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის. ეხლა დავწერ პირდაპირ-თუ მოხდება ისე,რომ ამ მანიაკის წყალობით რამე მომივა,მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ სახელმწიფოს. კადრებით შანტაჟის თემა,იმ ეტაპზე მოვიგეთ და ამასაც მოვიგებ. ჩემი იარაღია სიტყვა, ხოდა სიტყვით ვიბრძოლებ. ქალებზე ძალადობას ებრძვიან არა ის.....ზღაპრები მოუყვნენ მათ,ვისაც ამ ზღაპრების სჯერა. მადლობა ყურადღებისთვის!"– დაწერა ინგა გრიგოლიამ თავის facebook გვერდზე.


როგორც პროკურატურაში განაცხადეს ამ ეტაპზე ამბავს არკვევენ და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

 

Предыдущая страница 

Webmaster

 

Анонсы

Фонд Молодых Феминисток объявил запуск 4-го конкурса грантов

Насилие в отношении женщин это преступление - остановим!

Омбудсмен Грузии объявил конкурс "Журналисты за права женщин"

 

Видеоархив

Отношение молодежи к вопросам гендерного равенства

 

Гендерная политика

Президентом Греции впервые избрана женщина

В Британии в парламент прошло рекордное количество женщин

Кабмин Финляндии возглавит самая молодая премьер-министр в мире

 

Фотоархив

Официальный визит шведских политиков

 

Треффикинг

В рабство через интернет. Как продают и покупают домработниц в Кувейте

Принудительный труд - самая распространенная форма рабства в Европе

Торговля людьми процветает во всех без исключения странах и регионах

 

Горячая линия

Тел.: 116 006

Горячая линия для жертв домашнего насилия

Тел.: 2 100 229

Горячая линия для жертв торговли людьми

Тел.: 2 26 16 27

Горячая линия Национальной сети против насилия (НПО)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker