Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სერენა უილიამსი უიმბლდონის 25-ე ნომერია

კატეგორია: სპორტი 
2018-06-28

აშშ-ის ჩოგბურთის ასოციაციამ შემოიღო ახალი წესები ჩოგბურთელებისთვის, რომლებიც დეკრეტულ შვებულებიდან ბრუნდებიან.


 

დებატების შემდეგ, გადაწყდა, რომ სერენა უილიამსს უიმბლდონზე განთესვის 25-ე ნომერი ექნება, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ის 183-ე ადგილზეა მსოფლიოში. აშშ– ჩოგბურთის ასოციაციამ გადაწყვიტა, რომ მოთამაშეს შეუძლია შეინარჩუნოს თავისი პოზიციები დეკრეტულ შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ. როგორც ცნობილია, 2017 წელს უილიამსი დედა გახდა. მან  ერთი სეზონი თითქმის მთლიანად გამოტოვა და კარიერა მხოლოდ 2018 წლის მარტში განაახლა. უილიამსმა თავისი  23–ე “დიდი სლემი” ორსულობის დროს მოიგო და დეკრეტულ შვებულებაში წავიდა მაშინ, როცა მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებდა.


 

როგორც ჩოგბურთელმა განაცხადა, ის ძალიან კმაყოფილია ამ გადაწყვეტილებით, რადგან ეს სხვა ჩოგბურთელებს მისცემს შესაძლებლობას იფიქრონ შვილების გაჩენაზე.


 

უიმბლდონის ქალთა ტურნირზე WTA-ის რეიტინგის ლიდერებმა განთესვის ის ნომრები მიიღეს, რომელიც კლასიფიკაციაში მათ მიერ დაკავებულ ადგილებს ემთხვევა.


 

ტურნირის პირველი ნომერი იქნება რუმინელი სიმონა ჰალეპი. TOP8-ში ასევე შედიან: კაროლინ ვოზნიაცკი (დანია), გარბინ მუგურუსა (ესპანეთი), სლოან სტივენსი (აშშ), ელინა სვიტოლინა (უკრაინა), კაროლინ გარსია (საფრანგეთი), კარლინა პლიშკოვა (ჩეხეთი), პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი).


 

ცნობილია, რომ უიმბლდონი “დიდი სლემის” ტურნირებს შორის ერთადერთია, სადაც განთესვა ხდება არა მხოლოდ WTA-ის რეიტინგის, არამედ ბალახის კორტებზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით. ამიტომაც მოხვდა 32 განთესილს შორის ამერიკელი სერენა უილიამსი.

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker