Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მალაიზიელმა იმამმა 11 წლის გოგო მესამე ცოლად მოიყვანა

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2018-07-03

მალაიზიის ხელისუფლებამ კელანტანის შტატში მცხოვრები იმამის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, რომელმაც 11 წლის ტაილანდელი გოგო ცოლად მოიყვანა.

 

41 წლის ჩე აბდულ კარიმ ჩე აბდულ ჰამიდმა დაარღვია კანონი, რომლის თანახმადაც მუსლიმი გოგოებისთვის ქორწინების ასაკი მინიმუმ 16 წელია.

 

მედიის ცნობით, კაცს 2 ცოლი და 6 შვილი ჰყავს. გავრცელებული ცნობით, როგორც იმამა და ასევე არასრულწლოვნის მამამ განაცხადეს, რომ შეთანხმების თანახმად, გოგო მშობლების სახლში 16 წლამდე უნდა დარჩენილიყო.

 

მამის თქმით, მისი შვილი მომავალ ქმარს იცნობდა, რადგან მათი ოჯახი მალაიზიის ერთ-ერთ პლანტაციაში მუშაობდა. როდესაც იმამა პირველად ითხოვა ბავშვზე დაქორწინება, ოჯახმა მას ასაკის გამო უარი უთხრა. საბოლოოდ, იმამი დათანხმდა, რომ ბავშვს მას შემდეგ წაიყვანა, რაც გაიზრდებოდა.

 

მამის თქმით, გოგოს ქორწინების შემდეგ სახლი არ დაუტოვებია.

 

ქორწილი ტაილანდში გაიმართა. გამოძიება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ცერემონიაზე გადაღებული ფოტო იმამის ერთ-ერთმა ცოლმა სოციალუ ქსელში გამოაქვეყნა.

 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში იმამას 6 თვემდე პატიმრობა და ჯარიმა ემუქრება.

ტეგები: იმამი კანონი ქორწინება მალაიზია

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker