Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ოჯახში ძალადობის თემაზე მოწყობილ შეხვედრაზე დევნილმა ქალებმა სხვადასხვა მწვავე პრობლემები დაასახელეს

კატეგორია: დევნილები 
2018-07-04

გორის დემოკრატიის სკოლაში გაიმართა შეხვედრა ოჯახში ძალადობის თემაზე ქალებთან – პირველი თაობის და ორჯერ დევნილებთან ცხინვალის რეგიონიდან. დემოკრატიის სკოლაში დაგეგმილ შეხვედრაზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო.

 

შეხვედრას გაუძღვა ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე რუსეცკაია, რომელმაც იძულებით გადაადგილებულ ქალებს ოჯახში ძალადობის დაფარულ ფორმებზე და დაცვის მექანიზმებზე ესაუბრა. "ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა საქართველოში. სამწუხაროდ, საზოგადოება ჯერ კიდევ გულგრილია, რადგან ხშირად ეს ოჯახის და არა მთლიანად საზოგადოების პრობლემადაა მიჩნეული."- განაცხადა ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა და ასევე, შეაფასა ქვეყანაში არსებული ვითარება. 

 

 

მიუხედავად იმისა, რომ თემა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებს ეხებოდა, შეხვედრაზე დევნილების მდგომარეობასთან დაკავშირებით საკმაოდ მძიმე ფონი დაფიქსირდა. ქალები პრობლემად კვლავ განსახლების საკითხს და ამ პროცესში მათი უფლებების შეზღუდვას ასახელებდნენ. როგორც აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მწვავედ დგას მათი შრომითი უფლებების საკითხი. შეხვედრაზე რამდენიმე კონკრეტული შემთხვევა დაფიქსირდა, მათ  შორის  ხაზი  გაესვა მარტოხელა დედების მდგომარეობას ამ კონტექსტში.

 

 

"ბევრი დევნილი საუბრობს შრომითი უფლებების დარღვევაზე. ბევრ ქეისს გავეცანი. არ გამოვრიცხავ, რომ შეხვედრები გავმართო ამ მიმართულებით და მივაწოდო რეკომენდაციები ქალებს, როგორ მოიქცნენ როდესაც მათი შრომითი უფლებები ირღვევა", - აღნიშნა ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, ელენე რუსეცკიმ.

 

შეხვედრაზე ამ თემაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა მონაწილემ საკუთარი ისტორია გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის 2013 წელს სამსახურიდან ახსნა-განმარტების გარეშე გაანთავისუფლეს.

 

სამწუხაროდ, დევნილები არ ფლობდნენ ინფორმაციას ადგილზე არსებული გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის და სამოქმედო გეგმის შესახებ, რაც გამორიცხავს მათ ჩართულობას პროცესიდან.

 

ელენე რუსეცკაიას თქმით, მსგავსი შემთხვევების სიმრავალის გამო, მომავალში ქალთა საინფორმაციო ცენტრი შეხვედრების გამართვას ამ საკითხზებზეც გეგმავს.

 

დისკუსია ქალთა ფონდის მხარდაჭერით პროექტის ,,ცნობიერების ამაღლების კამპანია რეგიონში ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების დასაძლევად“ ფარგლებში მოეწყო, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტში კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი ახორციელებს.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker