Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ნათია მეზვრიშვილი შემაკავებელი და დამცავი ორდერების შესახებ

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2018-07-04

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე  ნათია მეზვრიშვილმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით სამინისტროს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სიახლეების, ასევე ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

 

სხდომის შემდეგ  ნათია მეზვრიშვილმა  ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:
„დღეს რამდენიმე მიმართულებაზე ვისაუბრეთ. იმ გაწეული ანგარიშის შესახებ წარმოვადგინეთ ინფორმაცია, რომელზეც ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი შექმნის დღიდან მუშაობდა, დაახლოებით, ექვსი თვის განმავლობაში. ასევე, ვისაუბრეთ მონიტორინგის მექანიზმსა და რისკის შეფასების სისტემაზე, რომლებიც ახლა დავნერგეთ და რომლებიც ძალადობის რისკების ეფექტიანი პრევენციის შესაძლებლობას მოგვცემს. ამ მექანიზმის მუშაობა მაისში დაიწყო პილოტურად და უკვე მომდევნო კვირიდან დავიწყებთ ამ მიმართულებით თანამშრომლების ინტენსიურ გადამზადებას. ვისაუბრეთ იმ საკანონმდებლო ცვლილებებზეც, რომლებიც ადამიანის უფლებათა კომიტეტში პირველი მოსმენით უკვე გავიდა.

ეს კანონპროექტი სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს:

 

  1. შემაკავებელი და დამცავი ორდერის დარღვევის შემთხვევაში, პირს პირდაპირ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ნაცვლად დღეს არსებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა;
  2. არაერთგზის ჩადენილი ოჯახური დანაშაულისთვის სასჯელი იქნება მკაცრი, რის შესაძლებლობასაც მანამდე არსებული კანონმდებლობა არ იძლეოდა ;
  3. გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა იქნება მკვლელობის, მაგალითად, დამამძიმებელი გარემოება, თვითმკვლელობამდე მიყვანის დამამძიმებელი გარემოება, რასაც ასევე, არ ითვალისწინებდა ამ ფორმით მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი.

ამით ჩვენ ფაქტობრივად ვუპასუხეთ იმ რეკომენდაციას და მოთხოვნას, რომელიც ფემიციდთან მიმართებით დიდი ხნის განმავლობაში არსებობს, როგორც სახალხო დამცველის მხრიდან, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.

 

მაგალითად, თუ პირი ჩაიდენს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას ოჯახის წევრის მიმართ და ეს პირი წარსულში ნასამართლევია ან ოჯახური  ნიშნით მკვლელობისთვის, ან ოჯახური ნიშნით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის, მას დაეკისრება იმაზე მკაცრი პასუხისმგებლობა, ვიდრე არადამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისთვის არის გათვალისწინებული. ანუ, არაერთგზის ჩადენილი ოჯახური დანაშაულისთვის პასუხისმგებლობას კანონი აქამდე არ ითვალისწინებდა ამ ფორმით, რომელიც ახლა შემოვიღეთ და, სხვათა შორის, ეს უკავშირდება ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეს, ყველას კარგად მოგეხსენებათ, სადაც პირი, რომელმაც ჩაიდინა ოჯახური ნიშნით მკვლელობა, წარსულში, ასევე, ოჯახში ძალადობისთვის იყო ნასამართლევი“.

 


წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker