კაიროს სასამართლომ 24 წლის ლიბანელ ტურისტ ქალს მონა ელ-მასბოჰს Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო 8 წლით თავისუფლების აღვეთა მიუსაჯა. ტურისტს ბრალად არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ქვეყნისთვის ზიანის მიყენება და მოსახლეობის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასდეს.
ლიბანელმა ტურისტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ეგვიპტეში მის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტებზე ისაუბრა. ვიდეოში ქალმა რესტორანში მომსახურების დაბალ დონეზეც მოჰყვა. მანვე გაიხსენა ქვეყანაში ადრინდელი სტუმრობა, როცა ფული მოპარეს. ვიდეოს ბოლოს ტურისტმა ქვეყანას „ნაბიჭვარი“(son of a bitch country) უწოდა.
მოგვიანებით მონა ელ მასბოჰმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ამბობდა, რომ „არ სურდა ყველა ეგვიპტელის“ შეურაცხყოფა.
დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, საქმის სააპელაციო განხილვა 28 ივლისაა დანიშნული.