პოლონეთში გამართულ მსოფლიოს თასისი გათამაშებაზე ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა წარმატებით იასპარეზა. შეჯიბრიში 40-მდე ქვეყნის 200 პარასპორტსმენი იღებდა მონაწილეობას, სადაც ხეცურიანმა ფინალურ ეტაპზე ხმლით ფარიკაობაში ტაილანდელი მოწინააღმდეგე 15-10 დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
რაპირით ფარიკაობაში ხეცურიანი საუკეთესო 8 სპორტსმენს შორის მოხვდა. ასეთივე შედეგი დააფიქსირა ხმლითა და რაპირით ფარიკაობაში ნინო თიბილაშილმა.
გვანცა ზადიშვილი კი საუკეთესო 16 პარამოფარიკავეს შორისაა.
10-დან 13 ივლისამდე ნინო თიბილაშვილი საქართველოს სახელით U17/U23 (ჯუნიორები) მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.