Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

უიმბლდონის ფინალში სერენა უილიამსი და კერბერი ითამაშებენ

კატეგორია: სპორტი 
2018-07-13

უიმბლდონის ქალთა ტურნირზე 2016 წლის ფინალის რემატჩი შედგება – სერენა უილიამსი ანჟელიკ კერბერის წინააღმდეგ. ამერიკელმაც და გერმანელმაც ძალიან იოლად მოიგეს თავიანთი ნახევარფინალები.

სერენა გერმანელ იულია გორგესს ხვდებოდა. პირველი სეტის თანაბარი დასაწყისის შემდეგ, უილიამსმა ზედიზედ ოთხი გეიმის აღება მოახერხა და სეტებში დაწინაურდა.
მეორე პარტიაში გორგესი უფრო მეტად გაუძალიანდა ლეგენდას – მოახერხა საპასუხო ბრეიკის შესრულება და 3:5-ზე მატჩზე არ ჩააწოდებინა უილიამსს, მაგრამ იქვე ამერიკელმა მატჩში მეოთხე ბრეიკი შეასრულა და საათსა და 12 წუთში 6:2, 6:4 მოიგო.

უილიამსი მეათედ გავიდა უიმბლდონის ფინალში და 30-ედ “დიდი სლემის” ტურნირების ფინალში.

კიდევ უფრო ნაკლები დრო – 67 წუთი დასჭირდა ანჟელიკ კერბერს ლატვიელი ელენა ოსტაპენკოს დასამარცხებლად – 6:3, 6:3.

 

ბრძოლა მხოლოდ პირველი სეტის საწყის ექვს გეიმში იყო, რის შემდეგაც, კერბერმა 3:3-ზე ზედიზედ სამი გეიმი აიღო. მეორე სეტი მისი დიდი უპირატესობით დაიწყო და მალე 5:1 გახდა ანგარიში. ოსტაპენკომ მხოლოდ ამის შემდეგ გაიბრძოლა და ერთი უკუბრეიკის შესრულება შეძლო, მაგრამ მატჩი მაინც ვერ გადაარჩინა.

 

2016 წელს, უილიამსსა და კერბერს დიდი დაპირისპირება ჰქონდათ: უიმბლდონის ფინალი ამერიკელმა ორ სეტში მოიგო, მანამდე კი ავსტრალიის ღიას ფინალში გერმანელმა სძლია სერენას.


წყარო 

ტეგები: უილიამსი უიმბლდონი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker