კატეგორია: სპორტი  2018-07-13
ხორვატია ერთადერთი გუნდია მსოფლიო თასზე, რომელსაც ჰყავს ქალი– მენეჯერი.
ივა ოლივარი ხორვატიის ნაკრების მენეჯერი და პიონერია. ის პირველი ქალია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრების სათადარიგოთა სკამზე ზის და ხორვატიის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრია. ოლივარს ლოჯისტიკაზე და მგზავრობის გეგმებზე უწევს მუშაობა. ივა ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციაში 1992 წლიდან მუშაობს.
– ივა შესანიშნავი ადამიანია. ყოველთვის ჩვენს გვერდითაა. ის ჩვენი მფარველი ანგელოზია. 10 წელია ვიცნობ. მარტივი არ არის ამდენი მოთამაშის მართვა. ხუმრობა უყვარს და ჩვენი მისდამი სიყვარულის ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს არის, – განაცხადა ხორვატიის ეროვნული გუნდის მეკარემ, დანიელ სუბასიჩმა.

|