Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

თუ შსს-ს თანამშრომელს დაუდასტურდება ოჯახში ძალადობის ფაქტი, ის დატოვებს სამსახურს

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2018-07-16

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელსაც ოჯახში ძალადობის ფაქტი დაუდასტურდება და ოჯახში ძალადობაში იქნება ბრალდებული, შს სამინისტროს რიგებს ავტომატურად დატოვებს. როგორც შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, მან შესაბამისი ბრძანება 12 ივლისს მიიღო.

 

“ხშირად იყო პრეტენზია, საყვედური შს სამინისტროსთან, რომ როდესაც საქმე ოჯახურ ძალადობას ეხება, სისტემა ოჯახში მოძალადეებს ხელს აფარებს. 12 ივლისს მივიღეთ ბრძანება, რომლის შინაარსი მდგომარეობს შემდეგში: თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ოჯახში ძალადობის ფაქტი დაუდასტურდება და ის იქნება ბრალდებული ოჯახში ძალადობაში, ავტომატურად დატოვებს შს სამინისტროს რიგებს. ამით ჩვენ გვინდა დავაფიქსიროთ, რომ თითოეულ პოლიციელს, რომელიც კეთილსინდისიერად, ეფექტურად და სამართლიანად ემსახურება ქვეყანასა და მოქალაქეს, ჩვენ ბოლომდე, კანონით გათვალისწინებული ინსტრუმენტების გამოყენებით დავუდგებით გვერდით, ხოლო პოლიციელი, რომელიც დადასტურებულად იქნება დადანაშაულებული უფლებამოსილების გადამეტებაში ან არაკეთილსინდისიერებაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით პირველი, ვინც უმკაცრეს დასჯას მოითხოვს“, - განაცხადა გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ეფექტური მუშაობის გზით პოლიცია შესძლებს ნდობის აღდგენასა და გაღრმავებას მოქალაქესა და პოლიციელს შორის.

 

პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე, სამთავრობო პროგრამა - “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ და მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს იხილავს. სამთავრობო პროგრამა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა.


წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker