Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ჩერგოლეიშვილი დევდარიანს უჩივის

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2018-07-16

ტაბულას მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ქალების მიერ სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულებულ ზვიად დევდარიანს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობისთვის სასამართლოში უჩივლებს. მისი თქმით, სარჩელზე ამ წუთებში მიდის მუშაობა, ასევე კონსულტაციები გაიმართება სხვა მსხვერპლ ქალებთანაც და შესაძლოა, სარჩელი დევდარიანის წინააღმდეგ ერთობლივად შეიტანონ.

 

თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ზვიად დევდარიანის სარჩელი მის წინააღმდეგ არის უსაფუძვლო და მხოლოდ ერთ მიზანს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ემსახურება.

 

"ყველა ჩემი გამონათქვამი, რომელზეც მედავება არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი და სრული სახით აშკარად შეფასებითი მსჯელობაა. იურისტობაც არ გჭირდება მიხვდეს, რომ სარჩელი არის უსაფუძვლო. ერთადერთი მიზანი, რაც შეიძლება უსაფუძვლო სარჩელს ჰქონოდა არის ის, რომ მოტივაცია მოუკლას ძალადობის მსხვერპლ ქალებს, რომ ამაზე ხმამაღლა ისაუბრონ. ამ სარჩელის ერთადერთი მიზანი უპერსპექტივო და აბსურდულია. ამ პროცესით უნდათ შეზღუდონ ჩემი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

 

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი ცილისწამების შესახებ უსაფუძვლო სარჩელს ითვალისწინებს. ამ მუხლის მიხედვით, "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის მიზნით ცილისწამების შესახებ აშკარად უსაფუძვლო სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მოპასუხეს უფლება აქვს მოითხოვოს მოსარჩელისაგან გონივრულ ფარგლებში ფულადი ანაზღაურების მიღება".

 

ზვიად დევდარიანის საქმე

 

17 მარტს, ქალთა მოძრაობამ ომბუდსმენის მიერ წარდგენილი სამეურვეო საბჭოს კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე და სიდას ყოფილი დირექტორი ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროების 10-მდე შემთხვევაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც დევდარიანმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. საქმეზე გამოძიება შსს-მ ადევნების მუხლით დაიწყო.

 

ამის შემდეგ დევდარიანმა პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოს მიმართა და 11 პირს უჩივლა. დევდარიანის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, რომ 11 პირიდან მხოლოდ რვა პირის ვინაობას დაასახელებენ, ხოლო მისი თქმით, სავარაუდო მსხვერპლების ვინაობას არ გაამხელენ.

 

ზვიად დევდარიანმა უჩივლა:

 

  1. ბაია პატარაიას - კავშირ საფარის ხელმძღვანელი;
  2. იდა ბახტურიძეს - ქალთა მოძრაობის წევრი;
  3. თამარ ჩერგოლეიშვილს - ონლაინგამოცემა ტაბულას დირექტორი;
  4. ნინო დანელიას - ილიაუნის პროფესორი;
  5. თამარ ყურაშვილს;
  6. თამარ კაკაბაძეს - ევროპული საქართველოს წევრი;
  7. ეკატერინე ონიანსა.

 

გაბუნიას განმარტებით, მოწმის სახით და არა მოპასუხედ დაიკითხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ნინია კაკაბაძე.


წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker