კატეგორია: ექსკლუზივი  2018-07-20
2015 წელს სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც ქალთა საინფორმაციო ცენტრი ხელმძღვანელობდა, კვლევისა და საექსპერტო დასკვნების შედეგად, გენდერული თანასწორობის კანონში შესატანი საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი შეიმუშავა, რომელიც ითვალისწინებდა ცვლილებებს 2 კანონში: „საქართველოს კანონში გენდერული თანასწორობის შესახებ“ და საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“. საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობდა საკრებულოებში გენდერული თანასწორობის საბჭოების ფორმირებას, ხოლო მერიებში ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურისათვის მერის მიერ ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის დაცვასთან დაკავშირებით შესაბამისი ფუნქციების განსაზღვრას.
პარლამენტმა კანონპროექტი 2016 წლის აპრილში დაამტკიცა.
კანონის ამოქმედების შემდეგ, გენდერული თანასწორბის პრინციპების დანერგვა საქართველოს თვითმმართველობებში დაიწყო. გენდერული საბჭო შეიქმნა ქვეყნის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მერიაში კი დაინიშნა გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმებელი პირი.
ამ ეტაპზე ქალთა საინფორმაციო ცენტრი და ორგანიზაციის ექსპერტები, დონორების დახმარებით (UNDP და GIZ), მუშაობენ საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა მუნიციპალიტეტთან. მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე კონსულტაციას უწევენ მუნიციპალიტეტებს გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.
თუ რა სიტუაციაა ამ მომენტისთვის მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის გეგმების მიღება/დამტკიცებისა და მათი განხორციელებისათვის ბიუჯეტის გამოყოფის კუთხით იხილეთ ინფორგაფიკის მეშვეობით:
ინფოგრაფიკა მომზადსებულია გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში.
|