კატეგორია: ტრეფიკინგი  2018-07-24
2018 წლის გლობალური მონობის ინდექსის (The Global Slavery Index 2018) მიხედვით საქართველო 167 ქვეყნიდან 80-ე ადგილს იკავებს. ინდექსი შედგენილია უფლებადამცველი ორგანიზაცია "Walk Free Foundation"-ის მიერ.
კვლევის თანახმად, საქართველოში 17 ათასი ადამიანი თანამედროვე მონობის პირობებში ცხოვრობს. კვლევაში Walk Free Foundation-ი თანამედროვე მონობაში გულისხმობს ადამიანის ექსპლუატაციას, რომლის დროს მას აიძულებენ განახორციელოს სხვადასხვა სახის საქმიანობა ძალადობის, იძულების, არასათანადო მოპყრობის ან მოტყუების გზით.
გლობალური მონობის რეიტინგის თანახმად, საქართველო აზერბაიჯანისა და რუმინეთის შორის არის განთავსებული, რომლებიც შესაბამისად 79-ე და 81-ე ადგილს იკავებენ.
რაც შეეხება უახლოეს მეზობელ ქვეყნებს - თურქეთი 48-ე ადგილს, ხოლო სომხეთი 68 ადგილს იკავებს.
პირველ ადგილს მსოფლიო მონობის რეიტინგში იკავებს ჩდილოეთ კორეა. ათეულში ასევე შედიან: ერიტრეა, ბურუნდი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ავღანეთი, მავრიტანია, ჩრდილოეთი სუდანი, პაკისტანი, კამბოჯა და ირანი.
იაპონია (167), ტაივანი (165), ახალი ზელანდია (164), ავსტრალია (163), ჩილე (162), მავრიკი (161), ურუგვაი (160), კოსტა რიკა (159) და ამერიკის შეერთებული შტატები (158)- რეიტინგის ლიდერები არიან.
2016 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 40.3 მილიონი ადამიანი თანამედროვე მონობის პირობებში ცხოვრობდა, მათ შორის უმრავლესობას ქალები და გოგონები წარმოადგენენ- დაახლოებით 29 მილიონი (71%).
პირველად, გლობალური მონობის ინდექსი 2013 წელს გამოქვეყნდა და მაშინ საქართველოს მაჩვენებლები უფრო დაბალ რეიტინგული იყო: 50-ე ადგილი 162 ქვეყანას შორის.
|