Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

საფრანგეთი ამკაცრებს კანონს სექსუალურ შევიწროვებაზე

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2018-08-03

საფრანგეთის პარლამენტმა ქუჩაში სექსუალური შევიწროვება დანაშაულად ჩათვალა. ამის შესახებ Reuters–ი იტყობინება.

 

კანონის გამკაცრების ინიციატორი საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონია.

 

კანონპროექტის ერთ-ერთი ყველაზე სადავო პუნქტი ქუჩაში სექსუალურ შევიწროვებაში ბრალდებულთა დანაშაულის ადგილზევე დასჯას ეხებოდა.
თუმცა, ამიერიდან, საფრანგეთში ქუჩაში სექსუალური ხასიათის შეძახილებისა და აგრესიული ქცევისათვის დამნაშავე 750 ევროთი დაჯარიმდება.

 

პარლამენტარებმა კანონპროქტი მეორე მოსმენით მიიღეს. კანონის მიღება მოხდა ვიდეოს გავრცელების შემდეგ, რომელმაც მთელი საფრანგეთი აღაშფოთა. ვიდეოზე ჩანს, როგორ ცემენ პარიზში სტუდენტ ქალს. შემთხვევა გასულ სამშაბათს მოხდა. დაზარალებული სამუშაოდან ბრუნდებოდა და მას უცნობმა კაცმა ქუჩაში სიტყვიერი შეურაცხჰყოფა მიაყენა. ქალმა სთხოვა გაჩუმებულიყო, თუმცა მოძალადე მიუახლოვდა და ცემა დაუწყო.

 

„ამ კანონით საფრანგეთის მთავრობა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ქალთა შევიწროება დაუშვებელია, ისევე, როგორც საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, ასევე, ტრანსპორტში ან ონლაინ სივრცეში“, – განაცხადა გენდერული თანასწორობის საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრმა მარლენ შიაპამ.

 

მისივე განმარტებით, მაგალითად, ჯარიმას გადაიხდიან პირები, ვინც ქუჩაში ქალს ტელეფონის ნომერს ბევრჯერ მოსთხოვს, მაშინ, როდესაც საპასუხოდ ქალი ინტერესს არ გამოხატავს.

 

ახალი კანონი ასევე, იმ პირთა დასჯას ითვალისწინებს, ვინც ონლაინ სივრცეში ქალების ჯგუფურად შევიწროებაში იქნება შემჩნეული.

 

ახალი კანონის ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ის "ფრანგულ ტრადიციებს" ეწინააღმდეგება.

 

 

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker