კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 2018-08-07
კანადასა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობა საუდის არაბეთში ქალი უფლებადამცველების დაპატიმრების გამო დაიძაბა.
კანადის საელჩომ მოუწოდა საუდის ხელისუფლებას "დაუყოვნებლივ გაანთავისუფლოს" უფლებადამცველები.
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰრისტი ფრილანდმა განაცხადა, რომ ის "უკიდურესად შეშფოთებულია" ქალი უფლებადამცველის სამარ ბადავის და მისი ძმის, ბლოგერი რაიფ ბადავის პატიმრობით და ორივეს განთავისუფლებას მოითხოვს.
"კანადა ყოველთვის მხარს დაუჭერს ადამიანის და ქალთა უფლებების დაცვას, ეს პოზიცია არ შეიცვლება", - განაცხადა ფრილანდმა პრეს-კონფერენციაზე.
კანადის დიპლომატების განცხადების შემდეგ, საუდის არაბეთის ელჩმა დატოვა ოტავა, საუდის ხელისუფლებამ კი მოსთხოვა კანადის ელჩს დატოვოს ერ-რიადი 24 საათის განმავლობაში.
გარდა ამისა, საუდის არაბეთმა გაყინა ყველა ახალი სავაჭრო და საინვესტიციო კონტაქტები კანადასთან.
ასევე საუდის არაბეთი კანადასთან არსებულ საგანმანათლებო გაცვლით პროგრამებს წყვეტს და სტუდენტებს, რომლებმაც სტიპენდია მიიღეს, სასწავლებლად სხვა ქვეყნებში გადაიყვანს. ინფორმაციას ადგილობრივი ტელეკომპანია Al Arabiya ავრცელებს.
|