კატეგორია: სპორტი  2018-08-08
ბულგარეთში მშვილდოსანთა ევროპის გრანპრის გათამაშება გაიმართა, რომლის გამარჯვებული საქართველოს ქალთა ნაკრები გახდა.
განათლების, კულტურის, მეცნიერების და სპორტის სამინისტროს ცნობით, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა და დედა-შვილი ხათუნა ნარიმანიძე და ციკო ფუტკარაძე ასპარეზობდნენ.

სამეულმა საკვალიფიკაციო ეტაპი მე-9 ადგილზე დაასრულა 1 828 ქულით. ფინალამდე კი ესტონეთის, უკრაინის და ბელარუსის ნაკრები დაამარცხა.
ფინალში ჩვენმა გუნდმა იაპონიას 5:3 აჯობა და ჩემპიონი გახდა.
სამინისტროს ცნობით, სოფიაში საქართველოს ვაჟთა ნაკრებიც გამოვიდა (ლაშა ფხაკაძე, ზურაბ მესტვირიშვილი, ჯაბა მოსეშვილი).
ტრიომ საკვალიფიკაციოში 1 915 ქულა დააგროვა და მე-14 ადგილი დაიკავა. პლეი ოფის პირველ წრეში საქართველომ ისრაელს 6:0 მოუგო, მაგრამ მეორე წრეში ასეთივე ანგარიშით დამარცხდა ჰოლანდიასთან.
შერეულ წყვილებში ქრისტინე ესებუამ და ლაშა ფხაკაძემ 1272 ქულით კვალიფიკაციაში მე-13 ადგილი დაიკავეს. პირველ წრეში საქართველოს შერეულმა ნაკრებმა საბერძნეთს 5:1 მოუგო, მაგრამ შემდეგ რუსეთთან 1:5 დათმო. რაც შეეხება ინდივიდუალურ პირველობას, ქართველმა ქალებმა და მოსეშვილმა 1/16 ფინალამდე მიაღწიეს,
|