არგენტინის სენატმა ორსულობის პირველ 14 კვირაში აბორტის ლეგალიზაციის კანონი არ მიიღო. The Guardian-ის ინფორმაციით, დეპუტატები კანონპროექტს 15 საათის განმავლობაში განიხილავდნენ. კანონპროექტის განხილვას წინ აბორტის მხარდამჭერი აქციები უძღვოდა.
კანონპროექტს 31-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგი იყო 38. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვებით აბორტის ლეგალიზაციას მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერდა.
არგენტინის წარმომადგენლობითმა პალატამ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, ასევე, პრეზიდენტმა, მაურისიო მაკრიმ განაცხადა, რომ დოკუმენტს ხელს მოაწერდა. ქალი აქტივისტების თქმით, სენატზე გავლენა იქონია კათოლიკურმა ეკლესიამ, რადგან არგენტინა პაპი ფრანცისკენ სამშობლოა.
არგენტინაში აბორტი შესაძლებელია მხოლოდ გაუპატიურების შემთხვევაში და თუ ორსულობა ქალის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.