კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 2018-08-09
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერიშმა ჩილეს ყოფილი პრეზიდენტი, მიშელ ბაჩელეტი, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის პოსტზე წარადგინა. მისი კანდიდატურა გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უნდა დაამტკიცოს. ინფორმაციას გაერო ავრცელებს.
დამტკიცების შემთხვევაში მიშელ ბაჩელეტი შეცვლის ამ პოსტზე ზეიდ რაად ალ-ჰუსეინს, რომლის მანდატი 31 აგვისტოს იწურება.
მიშელ ბაჩელეტი ორჯერ იყო არჩეული ჩილეს პრეზიდენტად (2006– 2010 და 2014–2018 წლები). მისი ბოლო საპრეზიდენტო ვადა ამ წლის მარტში ამოიწურა. 2010-2013 წლებში ბაჩელეტი გაეროს ქალთა ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა.
|