Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მალაიზიელი ლესბოსელი წყვილი საჯაროდ გაროზგეს

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2018-09-03

ორი მალაიზიელი ლესბოსელი ქალი, მანქანაში სექსისთვის საჯაროდ გაროზგეს. 22 და 32 წლის ქალებს შარიათის კანონის დარღვევისთვის ტერენგანუში 6-ჯერ გაშოლტეს. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

 

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთსქესიანთა სექსის გამო მალაიზიაში ვინმე საჯაროდ დაისაჯა. ლესბოსელი წყვილის დასჯას 100-მდე ადამიანი უყურებდა. მალაიზიელმა ლგბტ აქტივისტებმა ეს ფაქტი დაგმეს.

 

ლესბოსელი წყვილი აგვისტოში უნდა დაესაჯათ, თუმცა მაშინ სასამართლომ უცნობი "ტექნიკური მიზეზების გამო" გადაიდო.

 

მალაიზიაში სახელმწიფო რელიგია ისლამია, რომელიც კრძალავს ერთსქესიანთა შორის სექსს და ამისთვის ადამიანებს შოლტავენ.  დაკავებული ორი ქალი აღიარებს, რომ ისინი ლესბოსელები არიან.

 

რამდენიმე თვის წინ მალაიზიურმა გაზეთმა Sinar Harian მკითხველს სექსუალური უმცირესობებისთვის „დამახასიათებელი ნიშნების“ შესახებ ინფორმაციაც მიაწოდა, რომელიც მათ ლგბტ პირების, უფრო კონკრეტულად კი ჰომოსექსუალების „ამოცნობაში“ დაეხმარება.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker