Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ტუნისში 3 წლის გოგონა გააუპატიურეს

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2018-09-04

ზაფხულის ბოლო თვეში ტუნისში რამდენიმე რეზონანსული დანაშაული მოხდა, რომელმაც საზოგადოების პროტესტი და აღშფოთება გამოიწვია.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, 23 წლის კაცმა სამი წლის გოგონა გააუპატიურა. ბავშვი  საავადმყოფოში გადაიყვანეს და მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

 

ამ ეტაპზე ბავშვი კვლავ საავადმყოფოში სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ რჩება. სასამართლოს წარმომადგენლის განცხადებით დამნაშავე დაკავებულია. ცნობილი გახდა, რომ მოძალადე მსხვერპლის შორეული ნათესავია. მას ჰყავს მეუღლე და შვილები. ტუნისის რევოლუციის შემდეგ ის  ამნისტიით გაათავისუფლეს.

 

რამდენიმე დღის წინ კი ტუნისის ქალაქ გუბელათში, ხუთი დამნაშავე მოხუცებული ქალის სახლში შეიჭრა. გარდა მოხუცისა, სახლში მისი 55 წლის ქალიშვილი და 15 წლის შვილიშვილი იმყოფებოდნენ. მოძალადეებმა ისინი სასტიკად სცემეს და შემდეგ ყველა გააუპატიურეს. წასვლისას დამნაშავეებმა მათთან ერთად გოგონა წაიყვანეს. სამი დღის განმავლობაში არასრულწლოვანი მძევლად ჰყავდათ, განაგრძობდნენ მის ცემას და გაუპატიურებას. საბედნიეროდ გოგონა ქალაქის გარეუბანში ცოცხალი იპოვეს. როგორც ცნობილი გახდა, ერთ-ერთი თავდამსხმელი პოლიციელი იყო და დაზარალებულების მეზობლად ცხოვრობდა. ეჭვმიტანილების დაკავების შემდეგ გაირკვა, რომ ისინი ნარკოტიკების და ალკოჰოლის გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ.

 

ტუნისში ქალთა და ბავშვთა უფლებები სულ ახლახან გახდა დისკუსიის საგანი, სექსუალური ძალადობის ფაქტები კი ძალზე ხშირია.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker