კატეგორია: ტრეფიკინგი  2018-09-11
კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (INTERPOL-მა) სუდანში 94 ადამიანი ტრეფიკინგისგან იხსნა. მათ შორის 85 ბავშვი იყო. ამის შესახებ INTERPOL-ი წერს.
ოთხდღიან ოპერაციაში სახელად Sawiyan-ი, 200-მდე სუდანელი სამართალდამცველიც მონაწილეობდა.
ინტერპოლის ინფორმაციით, ტრეფიკინგის მსხვერპლ ადამიანებს საბადოებში ოქროს მოსაპოვებლად, სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ამუშავებდნენ. ისინი კონგოდან, ჩადიდან, ერიტრეადან, ნიგერიიდან და სამხრეთ სუდანიდან არიან. ტრეფიკინგის მსხვერპლებს შორის ადგილობრივი ადამიანებიც აღმოჩნდნენ.
გათავისუფლებული ბავშებიდან ზოგი 10 წლამდე ასაკისაა.
ტრეფიკინგის ბრალდებით პოლიციამ ორი კაცი და 12 ქალი დააკავა. ისინი ხარტუმის აეროპორტიდან ქვეყნის დატოვებას აპირებდნენ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აფრიკის კონტინენტზე ათასობით ბავშვია შრომითი და სექს-ტრეფიკინგის მსხვერპლი.
|