ამერიკული ტელეკომპანიის CBS-ის შეფი სკანდალში გაეხვა. ლეს მუნვესი სექსუალური გადაცდომის ბრალდების გამო იძულებული გახდა პოსტი დაეტოვებინა. ამის შესახებ BBC წერს.
CBS-ის ხელმძღვანელი გამოძიების ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც მის შესახებ New Yorker-მა ივლისში სტატია მოამზადა. ამის შემდეგ ის სექსუალურ შევიწროებაში კიდევ 6-მა ქალმა დაადანაშაულა.
68 წლის მუნვესი ყველა ბრალდებას უარყოფს. უფრო მეტიც მედიაკომპანია აპირებდა #MeToo მოძრაობისთვის ფინანსური დახმარების სახით 20 მილიონი დოლარი გადაერიცხა.
მუნვესი ამერიკულ მედიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კაცია, რომელიც 1995 წელს მივიდა CBS- ში, ხოლო 2006 წელს აღმასრულებელი დირექტორი გახდა.
2017 წელს ჰოლივუდში სექს-სკანდალი აგორდა, რომლის მთავარი გმირი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი იყო. სკანდალური საქმის შესახებ მასალები თითქმის ერთდროულად გამოაქვეყნა ორმა წამყვანმა ამერიკულმა გამოცემამ - The New York Times-მა და The New Yorker-მა.