კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 2018-09-12
საუდის არაბეთში, გამოქვეყნებული ვიდეო–რგოლის გამო დააკავეს ეგვიპტელი. ვიდეოში ჩანს, როგორ საუზმობს ის ქალთან ერთად. ვიდეომ ტრადიციონალისტების პროტესტი გამოიწვია და კაცი დააპატიმრეს. ამის შესახებ წერს ბრიტანული Sky News–ი.
კაცი საუზმობდა თავის კოლეგასთან სასტუმროში. საუდის არაბეთის შრომის სამინისტრომ მიიჩნია, რომ ეს "შეურაცხჰყოფაა". ამასთან ერთად სამინისტრომ, სასტუმროს მფლობელიც გააფთხილა, რომ მან უნდა დაიცვას წესები, რომლის მიხედვითაც სასტუმროში ქალებისთვის ცალკე ადგილი უნდა იყოს გამოყოფილი.
ბოლო თვეებში, საუდის ხელისუფლება გარკვეულ დათმობებზე წავიდა, ქალებს მართვის და საზოგადოებრივ ადგილებში კაცებთან ერთად დასწრების უბლება მიანიჭა.
თუმცა, ამავდროულად ქვეყანაში დაიხურა ფიტნეს – ცენტრი ქალებისთვის. ამის მიზეზი სარეკლამო ვიდეო–რგოლო გახდა, რომელზეც გამოჩნდა ქალი სპორტულ ტანსაცმელსი. ივნისში კი, გაანთავისუფლეს გასართობი ცენტრის დირექტორი, იმის გამო, რომ ცენტრში ვიზიტორების შორის ქალებიც იყვნენ.
|