კატეგორია: გენდერული ძალადობა  2018-09-12
ევროპარლამენტმა დაამტკიცა ახალი რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირში სექსუალური შევიწროვების და სოციალურ ქსელებში ქალი – პოლიტიკოსების "trolling"–ის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება.
რეზოლუციის პროექტი ევროპარლამენტს ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის კომიტეტის მომხსენებელმა გააცნო.
"ევროკავშირში ქალების 55%–ი სექსუალურ შევიწროვებას განიცდიან, ყოველი მეათე ქალი სექსუალური შევიწროვების ან შეურაცხჰყოფის მსხვერპლი ხდება, მათ შორის ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით", - ნათქვამია რეზოლუციის განმარტებით ბარათში.
"ევროპარლამენტი მოუწოდებს წევრ– სახელმწიფოებს მიიღონ ზომები ძალადობისა და სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროვების აღკვეთის მიზნით, მათ შორის ... ძლიერი, შემაკავებელი სანქციები დამრღვევთათვის", - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში, რომელიც 528 ხმით 48 წინააღმდეგ იყო მიღებული.
ევროპარლამენტმა ასევე სამუშაო ადგილებზე ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების არსებობა აღიარა, რომელიც გამოწვეულია მათი ორსულობით ან დედობით და ამ მოვლენასთან ბრძოლა გამოაცხადა.
"ევროპარლამენტი გმობს სოციალურ ქსელებში ქალი–პოლიტიკოსების “trolling"–ს, მათი შევიწროვების ყველა ფორმას, მათ შორის სექსისტური და შეურაცხმყოფელი შეტყობინებების გამოქვეყნების გზით,"– ნათქვამია რეზოლუციაში.
|