კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 2018-09-19
იცოდით რომ ახალი ზელანდია პირველია იმ დამოუკიდებელ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ქალებს ხმის მიცემის უფლება მისცეს?
როგორც ვიცით, ქალებს ისეთ დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც კი როგორიც ბრიტანეთი და აშშ-ა მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მიენიჭათ ხმის მიცემის უფლება, როცა ახალ ზელანდიაში ჯერ კიდევ 1893 წლის 19 სექტემბერს , ანუ ზუსტად 125 წლის წინ.
შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ქალებისთვის ხმის მიცემის უფლების მინიჭება საკმაოდ გრძელვადიანი და რთული პროცესი იქნებოდა.
ქეით შეპარდი, ერთ-ერთია იმ სუფრაჟისტი ქალებიდან, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ პროცესში. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად 1893 წელს შეიტანეს პარლამენტში პეტიცია, რომელზეც 32 000 -მა ქალმა მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად, 1919 წლამდე ქალებს არ ჰქონდათ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების უფლება.
ცნობისთვის, პირველი პარლამენტარი ქალი, ელიზაბეტ მაკკომბსი მხოლოდ 1933 წელს აირჩიეს.
დღესდღეობით ახალი ზელანდიის პარლამენტში ქალების რაოდენობა დაახლოებით 40% შეადგენს. ბოლო 25 წლის განმავლობაში არჩეული 4 პრემიერ-მინისტრიდან კი 3 ქალი იყო.
საინტერესო ფაქტია, რომ ახლანდელი პრემიერ მინისტრის, ჯასინდა არდერნის დიდი ბებია კი 1893 წლის პეტიციის ხელმომწერი იყო.
|