კატეგორია: გენდერი მსოფლიოში ![](images/shortcut.gif) 2018-09-24
ევროპაში ისეთი სამოსის ტარება , როგორც ბურკა და ნიქაბია ქალების დისკრიმინაციის სიმბოლოდ მიიჩნევა. საფრანგეთი, დანია , ავსტრია. ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომლებმაც ამ სამოსის ტარება უკვე აკრძალეს. იქნება შვეიცარია შემდეგი?
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივნისში შვეიცარიის ფედერალურმა მთავრობამ მხარი არ დაუჭირა კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავდა ბურკისა და ნიქაბის ტარების აკრძალვას. თუმცა განაცხადა რომ ცალკეულმა კანტონამ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. ტისინოს შემდეგ, სანქტ-გალენი უკვე მეორე კანტონია, რომელმაც ბურკისა და ნიქაბის ტარება აკრძალა.
შვეიცარიის მოსახლეობის 2/3 ქრისტიანია, თუმცა ბოლო წლებში ისლამის მიმდევარი მოსახლეობა 5%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად დაკავშირებულია ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიდან შემოსულ მიგრანტებთან.
დიდად სავარაუდოა, რომ შვეიცარიის მთავრობას უახლოეს მომავალში ბურკისა და ნიქაბის აკრძალვის საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება მოუწევს. ჯერ კიდევ გასულ წელს შვეიცარიის სახალხო პარტიის ინიციატივას
რეფერენდუმის შესახებ 100, 000-ზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. მეორე მხრივ, შვეიცარიაში არსებული ისლამური ორგანიზაცია ქალებს მოუწოდებს, რომ ამ აკრძალვების მიუხედავად გააგრძელონ ჩვეული სამოსის ტარება.
|