კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 2018-09-25
ვიეტნამის პრეზიდენტის ჩან დაი კუანგის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა დანგ ტხი ნგოკ ტხინმა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოსტი დაიკავა.
58 წლის ვიცე-პრეზიდენტმა ეს პოსტი ვიეტნამის კონსტიტუციის შესაბამისად დაიკავა. გადაწყვეტილება მიღებული იქნა ქვეყნის ასამბლეისა და კომუნისტური პარტიის მიერ. დანგ ტხი ნგოკ ტხინი გახდა პირველი ქალი პრეზიდენტი ამ ქვეყნის ისტორიაში და დარჩება ამ თანამდებობაზე, სანამ ეროვნული ასამბლეია არ აირჩევს ახალ პრეზიდენტს.
ცნობილია, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს სამი უმაღლესი განათლება აქვს მიღებული. ის არის ისტორიისა და სამართლის ბაკალავრი, ასევე პოლიტოლოგიის მაგისტრი.
|