კატეგორია: ექსკლუზივი ![](images/shortcut.gif) 2018-09-26
2016 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტმა მიიღო „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომლებიც ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა. ცვლილებათა პაკეტი ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის შექმნას გულისხმობდა.
კანონის აღსრულების მიზნით ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოებში გენდერული საბჭოები შეიქმნა, მერიებში კი დაინიშნა გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირი.
გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციის მიზნით, მუნიციპალიტეტებში ასევე დაიწყო გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების შემუშავების და დამტკიცების პროცესი.
დღეს სამოქმედო გეგმები საქართველოს 65 მუნიციპალიტეტშია (95,5%) შემუშავებული, ხოლო 32 -მა მუნიციპალიტეტმა 65-დან (49%) ეს დოკუმენტი დაამტკიცა. აღნიშნული პროცესი გრძელდება.
იხილეთ ინფორგაფიკა:
ინფოგრაფიკა მომზადებულია გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში.
|