კატეგორია: გენდერული ძალადობა  2018-09-28
ავღანეთის ერთ-ერთ სოფელში ადგილობრივმა რელიგიურმა ლიდერებმა რამდენიმე ქალის გაუპატიურებისთვის, ექიმბაშს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და ქვებით ჩაქოლვა მიუსაჯეს. ექიმბაში გაუპატიურებას ვიდეოზე იღებდა და დაზარალებულებს აშანტაჟებდა.
AFP- ის ინფორმაციით, რამდენიმე ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში მოხვდა და გახდა ვირუსული.
ექიმბაშს-მოლა რასულს (Mullah Rassool), ბრალად ედება ქალების სექსუალური ექსპლუატაცია და გაუპატიურება. ასევე ცნობილი გახდა, რომ ქალებმა ექიმბაშს სამედიცინო დახმარებისთვის მიმართეს.
ამ მომენტისთვის დამნაშავეს პოლიცია ეძებს.
ადგილობრივი ხელისუფლება შიშობს, რომ გაუპატიურებულ ქალებს საფთხე ემუქრებათ და მათ ე.წ. ღირსების მკვლელობის მოტივით გაუსწორდებიან.
ინფორმაციის თანახმად, „მორალური დანაშაულისთვის” მინიმუმ ერთი ქალი, რომლის სახეც ვიდეოში გამოჩნდა, უკვე დაკავებულია. ავღანეთში „მორალური დანაშაულის” გამო ათასობით ქალია გასამართლებული და კვლავაც გავრცელებულია ე.წ. ღირსების მკვლელობები.
|