კატეგორია: გენდერული ძალადობა  2018-10-03
საფრანგეთში, ავტობუსში სექსუალური ხასიათის შეძახილებისა და აგრესიული ქცევის გამო, სასამართლომ, ახალი კანონის შესაბამისად, კაცს 3 თვით პატიმრობა და ჯარიმის გადახდა მიუსაჯა.
ინციდენტი საფრანგეთის დედაქალაქის გარეუბანში მოხდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა ავტობუსში ქალს აგრესიულად მოექცა და შეურაცხჰმყოფელი კომენტარი გააკეთა მის ფიგურაზე.
სასამართლომ და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს არის ახალი კანონის გამოყენების პირველი შემთხვევა.
2018 წლის აგვისტოში საფრანგეთის პარლამენტმა ქუჩაში სექსუალური შევიწროვება დანაშაულად ჩათვალა. კანონის გამკაცრების ინიციატორი საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გახდა.
კანონის ერთ-ერთი პუნქტი ბრალდებულების ადგილზევე დასჯას ეხება. კანონის შესაბამისად, ქუჩაში სექსუალური ხასიათის შეძახილებისა და აგრესიული ქცევისათვის დამნაშავე 90-დან 750 ევრომდე ჯარიმდება.
საფრანგეთში, ბოლო კვლევის თანახმად, ქალების ნახევარზე მეტმა (53%) განაცხადა, რომ მათ განიცადეს სექსუალური შევიწროვება ან შეურაცხჰყოფა ქუჩაში.
|