Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს ბოდიში მოუხადა

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2018-10-22

ავსტრალიამ სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს ბოდიში მოუხადა. ემოციური მიმართვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა ასობით ადამიანის წინაშე წაიკითხა.

 

 

სახელმწიფო ბოდიშს წინ უძღვოდა ხუთწლიანი გამოძიება, რომელიც 2017 წლის დეკემბერში დასრულდა. გამოძიების ფარგლებში 8000-ზე მეტი მოწმე დაიკითხა და დადგინდა, რომ ისეთ სახელმწიფო ინსტიტუტებში, როგორიცაა ეკლესია, სკოლები და სპორტული კლუბები, ათასობით ბავშვი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის საგამოძიებო კომიტეტმა 409 რეკომენდაცია გასცა.

 

 

 

 

"რატომ უგულებელვყოფდით ბავშვებისა და მშობლების ხმებს? რატომ იყო ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა ბრმა უკანონობის მიმართ? რატომ დაგვჭირდა ამდენი დრო მოქმედებების დასაწყებად ... დღეს, ჩვენ საბოლოოდ ვაღიარებთ და ვუპირისპირდებით ჩვენი ბავშვების დაკარგულ ყვირილს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლის დროს.

 

სკოტ მორისონმა აღიარა, რომ ბავშვებზე ძალადობდნენ იქ, სადაც მათ ყველაზე მეტად უნდა ეგრძნოთ თავი დაცულად, ხოლო მათ ამის შესახებ არავინ უჯერებდა.

 

 

 

 

 

 

 

პრემიერ-მინისტრის გამოსვლას ესწრებოდნენ ძალადობის მსხვერპლები და მათი ოჯახის წევრები. ბევრ ახლობელს მაისურებზე ეწერათ თავიანთი ნათესავების სახელები, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლები გახდნენ და ცოცხლები აღარ არიან.


 

სახელმწიფო ბოდიშის ნიშნად ავსტრალიის პარლამენტის წინ მემორიალი დაიდგა.

 

 

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker