Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

არასრულწლოვანის ქორწინების ფაქტი ქობულეთში

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2018-10-23

ქობულეთში, სოფელ ლეღვაში არასრულწლოვანის "ქორწინების" ფაქტი დაფიქსირდა. 15 წლის გოგონა სრულწლოვან მამაკაცზე სექტემბერში "დაქორწინდა". სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ არასრულწლოვანი ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან სკოლაში არ გამოცხადებულა, 1 ოქტომბერს კი ის სხვა საჯარო სკოლაში გადავიდა. დირექტორი ყვება, რომ მან ფაქტის შესახებ მოგვიანებით შეიტყო და რადგან გოგონა უკვე მათი სკოლის მოსწავლე არ იყო, თავი ვალდებულად არ ჩათვალა მომხდარის შესახებ შესაბამისი სამსახურებისთვის ეცნობებინა.

 

განმარტებებს აკეთებენ ქობულეთის რესურს ცენტრშიც. უწყებაში აცხადებენ, რომ ფაქტის შესახებ დღეს მედია საშუალებებიდან შეიტყვეს.

 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ, სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გულისხმობს.

 

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ეგზიტპოლის მიხედვით, პარიზის მუნიციპალურ არჩევნებში სამი ქალი ლიდერობს

პირველად აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარედ ქალი აირჩიეს

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker