კატეგორია: გენდერი მსოფლიოში ![](images/shortcut.gif) 2018-10-24
სასექსის ჰერცოგინია, მეგან მარკლი ფიჯის ესტუმრა და სიტყვით გამოსვლისას ქალებისთვის უმაღლესი განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამის შესახებ BBC წერს.
„თუ ქალებს მისცემენ საშუალებას წარმატების მისაღწევად, მათ დიდებული მომავლის შექმნა შეუძლიათ. ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს სასურველი განათლება. განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები ქალებისა და გოგოებისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მათთვის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ეკონომიკისა და სოციალური განვითარების გასაღებია. რადგან როცა ქალებს წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევენ, მათ დიდებული მომავლის შექმნა შეუძლიათ, - არა მხოლოდ საკუთარი თავებისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც მათ ირგვლივაა“ - თქვა მეგან მარკლმა ფიჯელ სტუდენტებთან შეხვედრისას.
სასექსის ჰერცოგინია ფიჯის მეუღლესთან, პრინც ჰარისთან ერთად ესტუმრა. იქამდე წყვილი ავსტრალიას სტუმრობდა.
|