კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 2018-10-25
ეთიოპიის პარლამენტმა ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩია. ცნობილი ეთიოპელი დიპლომატი საჰლე-ვორკ ზევდესი ქვეყნის პრეზიდენტი გახდა.
გაპრეზიდენტებამდე საჰლე-ვორკ ზევდესი ხელმძღვანელობდა ეთიოპიის დიპლომატიურ მისიებს სენეგალში, ჯიბუტისა და საფრანგეთში, იყო გაეროს წარმომადგენელი ცენტრალურ აფრიკაში.
ინაუგურაციისას ეთიოპიის ახალმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ქვეყანაში გენდერულ თანასწორობაზე იზრუნებს. მან, ასევე, მიმართა პარლამენტს:
"მე გთხოვთ, რომ დავიცვათ ჩვენი მშვიდობა დედების სახელით, რადგან მშვიდობის არარსებობით პირველები სწორედ ისინი იტანჯებიან".
კონსტიტუციის თანახმად, ქვეყანაში პრეზიდენტს 6 წლით ირჩევენ და ის ასრულებს უფრო წარმომადგენლობით ფუნქციებს, ქვეყნის რეალური ძალაუფლება კი პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის.
ეთიოპიის პრემიერ-მინისტრმა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ერთი კვირით ადრე მინისტრთა კაბინეტიც შეცვალა, რომელშიც ნახევარი ადგილი ქალებს უკავიათ.
|