ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ასია ბიბის მოეხსნა ყველა ბრალდება და ის სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა.
50 წლის ასია ბიბი განაჩენის აღსრულებას 2010 წლიდან ელოდებოდა.
ასია ბიბი გახდა პირველი ქალია პაკისტანში, რომელსაც მუჰამედ წინასწარმეტყველის შეურაცხყოფისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.
გათავისუფლების შემდეგ, ბიბი გადაყვანილი იქნა უსაფრთხო ადგილას, რათა თავიდან აეცილებინათ ძალადობა ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოთა მხრიდან.
საქმის მასალების მიხედვით, 2009 წლის ივნისში, როდესაც ასია ბიბი მუსლიმ ქალებთან ერთად ყანაში მუშაობდა, მას წყლის მოტანა სთხოვეს, თუმცა ზოგიერთმა მუსლიმმა ქალმა განაცხადა, რომ თუ ქრისტიანი ქალი დოქს შეეხება, წყალი დაბინძურდება, ბიბი კი ამტკიცებდა, რომ ქრისტიანები "ისეთივე ხალხია, როგორც მუსულმანები არიან". რამდენიმე დღეში მათ ამის შესახებ ადგილობრივ სასულიერო პირს შესჩივლეს და ასია ბიბი ღვთის გმობაში დაადანაშაულეს.
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ასია ბიბის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
განაჩენმა მთელ მსოფლიოში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ქალის შეწყალებისკენ პაკისტანის მთავრობას მოუწოდებდნენ ცნობილმა სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან, კერძოდ: პაპმა ბენედიქტე XVI, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ა.შ.
2012 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ასია ბიბის და მის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი შესთავაზა, პარიზის მერმა კი საფრანგეთის დედაქალაქში საცხოვრებლად გადასვლა.