კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 2018-11-02
დღეს ლიტვა ქალებისთვის ხმის უფლების მინიჭების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.
"გავიდა 100 წელი იმ მომენტიდან, როდესაც ლიტველმა ქალებმა ხმის უფლება მოიპოვეს, ამის შემდეგ ჩვენი ქვეყანა თანამედროვე სახელმწიფოების წინა რიგებს შეუერთდა. მოდით ერთად დავიცვათ და შევინარჩუნოთ ქვეყნის ყველა გამარჯვება", - განაცხადა თავის გამოსვლაში, ამ დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ.
1918 წლის 2 ნოემბერს, ლიტვის დროებითი კონსტიტუციის ძირითად დებულებაში ქალთა და კაცთა ხმის მიცემის უფლების გათანაბრება მოხდა.
ერთი წლის შემდეგ, დამფუძნებელი სეიმის მიერ იყო მიღებული კანონი, რომელმაც ქალებს უფლება მისცა ყოფილიყო როგორც კანდიდატი, ასევე ამომრჩეველიც. ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცათ და კანდიდატი-ქალების სახელები საარჩევნო სიებში იყო შეტანილი. იმავე წელს ქალები პირველად აირჩიეს ლიტვის დამფუძნებელი სეიმის წევრებად.
|