კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 2018-11-08
6 ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგების მიხედვით, აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში 90 ქალი შევიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მათი რაოდენობა, ხმის დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ, 100-ს გადააჭარბებს. არჩევნებში კი სულ 237 ქალი მონაწილეობდა.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგობრივმა ფიგურამ ბოლო ორ წელიწადში ქალთა აქტივიზმი გამოიწვია და ისინი პოლიტიკაში წავიდნენ. პენსილვანიის შტატს, რომელიც აქამდე მხოლოდ კაცებს ირჩევდა, ახლა ოთხივე წარმომადგენელი ქალი ეყოლება. აიოვაშიც კი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტმა ტრამპმა მოიგო, ორმა დემოკრატმა ქალმა რესპუბლიკელ კანდიდატ კაცებს მანდატები დაათმობინა.
ასევე წელს კონგრესში პირველად შევლენ მუსლიმები, - რაშიდა თლაიბი წარმოშობით პალესტინელია, ილჰან ომარი კი სომალელი. ისინი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ისტორიაში პირველი მუსლიმი ქალი წევრები იქნებიან. ასევე ამერიკელი პოლიტიკოსი 29 წლის ალექსანდრა კორტესი, რომელიც კონგრესის ყველაზე ახალგაზრდა წევრი გახდება.
რელიგიური მრავალფეროვნების გარდა, კონგრესში სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელიც მოხვდა. კოლორადოს შტატის გუბერნატორის პოსტს დემოკრატიული პარტიიდან ჰომოსექსუალი ჯარედ პოლისი დაიკავებს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები ჩატარდა. შედეგად, რესპუბლიკელები სენატში უმრავლესობას ინარჩუნებენ,თუმცა წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებმა გაიმარჯვეს.
წარმომადგენელთა პალატა 435 წევრისგან შედგება. წინა არჩევნებზე კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში 84 ქალი იყო არჩეული.
|