კატეგორია: ექსკლუზივი 2018-11-09
2017-2018 წლებში საქართველოს თვითმმართველობებში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვა დაიწყო. ამ მიზნით ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოებში გენდერული საბჭოები შეიქმნა, მერიებში კი დაინიშნა გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმებელი პირი.
ამ პროცესში, აქტიურ მონაწილეობას ქალთა საინფორმაციო ცენტრი და ორგანიზაციის ექსპერტები ღებულობენ. ორგანიზაცია მუშაობდა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტთან, კონსულტაციასა და რეკომენდაციებს უწევდა თვითმმართველობის ორგანოებს გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების შემუშავებაში.
2018 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს 68 მუნიციპალიტეტში შეიქმნა გენდერული თანასწორობის მუნიციპალური საბჭოები. 66 მუნიციპალიტეტში შემუშავდა გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმები, რომელიც სამ პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს: გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისათვის მდგრადი ინსტიტუციური, სამართლებრივი და ორგანიზაციული მექანიზმების შექმნა; მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, პროგრამების და პროექტების დაგეგმა და განხორციელება ქალების და კაცების, ბიჭების და გოგონების საჭიროებების გათვალისწინებით; გენდერული თანასწორობის პრინციპების შესახებ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა.
დღეის მდგომარეობით მუნიციპალური გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დამტკიცებულია 41 მუნიციპალიტეტში და ეს პროცესი გრძელდება, აქედან სამოქმედო გეგმის განხორციელებისთვის ბიუჯეტი გამოყო 8 მუნიციპალიტეტმა.
გენდერული თანასწორობის მუნიციპალურ გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმებში ასევე მოხდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325 სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის ხელშეწყობა. 34 მუნიციპალიტეტის სამოქმედო გეგმაში ასახულია გუსრ 1325 საკითხები. აქედან 12 მუნიციპალიტეტს ეს სამოქმედო გეგმა დამტკიცებული აქვს.
საქართველოს 66 მუნიციპალიტეტიდან 58 - ში დაინიშნა გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირი. აქედან 11 მუნიციპალიტეტში გენდერზე პასუხისმგებელი პირი მერიაში დანიშნულია საშტატო ნუსხაში გათვალისწინებით, 35-ში საშტატო ნუსხით სხვა პოზიციაზე მყოფ პირს შეთავსებული აქვს გენდერულ თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებლობა, 4 მუნიციპალიტეტში გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირი დანიშნულია ხელშეკრულებით, 6 მუნიციპალიტეტში ხელშეკრულებით სხვა პოზიციაზე მყოფი პირი ითავსებს გენდერული თანასწორობის საკითხებს, 1 მუნიციპალიტეტში გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირის პოზიციაზე გამოცხადებულია ვაკანსია, ხოლო ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს ცვლილებები აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით.
რეგიონალურ დონეზე, გენდერული თანასწორობის ინსტიტუციონალური მექანიზმების გაძლიერების მიმართულებით, გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმებელი პირი ასევე დაინიშნა სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის 2 ადმინისტრაციაში (კახეთის და სამცხე-ჯავახეთის მხარე).
აღსანიშნავია, რომ 61 მუნიციპალიტეტში ეს პროცესები GIZ-ის ხელშეწყობით, 5–ში კი UNDP–ის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა.
|