კატეგორია: სპორტი  2018-11-12
საქართველოს სამბისტთა ეროვნული გუნდის წევრი, +80 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ელენე ქებაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიო პირველობის ფინალში 24 წლის ელენე ქებაძემ რუსი ანა ბალაშოვა დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
9 ნოემბერს ჩემპიონატზე 72 კგ წონით კატეგორიაში ნინო ოძელაშვილმა იასპარეზა და საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა.
|